News დაიჯესტი

ორი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული – ქართველი მოქალაქეები პოლონეთში ავარიაში მოჰყვნენ

წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მოძრავ ავტობუსს დაეჯახა

პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 მარტს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაამ დროისთვის სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ხუთ დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიციონო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.
პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მათთან მუდმივ კავშირზეა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებებლი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება. საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close