News დაიჯესტი

ფულვიო კავარიანი: „ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“

ევროკავშირის პროექტის “გარემოს ჯანმრთელობის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში” მუდმივი მრჩეველი, ევროკავშირის ექსპერტი  ჯორჯო არდუინოს განცხადებით,  ბათუმში მულტიმოდალური პორტის მშენებლობა „ეს გახლავთ ტექნოლოგიურად  ინოვატორული და ულტრათანამედროვე მეთოდი, რომელიც ნაყარი ტვირთების მართვის სრული ციკლის ეფექტურად განხორციელებასა და ტრანზიტს  უზრუნველყოფს“.

„ჩვენი პროექტი, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის ინსტიტუციური გაძლიერებისკენაა მიმართული და იგი დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, თქვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება გარემოს დაცვის მიმართულებით კანონმდებლობა გაუთანაბროს ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო სტანდარტებს. რაც შეეხება პროექტს ბათუმში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით გაკეთებულ ტერმინალს, რომელიც მოემსახურება  ნაყარი ტვირთების მართვის მიმარუთლებას ძალიან მნიშვნელოვანია, იგი ხელს შეუწყობს  ნარჩენებისა და ნაყარი ტვირთების მართვის უწყვეტი და სრულყოფილი ციკლის იმპლემენტაციას  ადგილობრივ დონეზე  და ასევე გარემოსთან თავსებადი და არასაზიანო პროცესების დანერგვას, რაც თავის მხრივ  ითვალისწინებს პროექტში მომუშავე მომსახურე პერსონალისა და მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ყოფნას;  ტექნიკური თვალსაზრისით, ეს გახლავთ ტექნოლოგიურად  ინოვატორული და ულტრათანამედროვე მეთოდი, რომელიც ნაყარი ტვირთების მართვის სრული ციკლის ეფექტურად განხორციელებას და ტრანზიტს  უზრუნველყოფს“ – აცხადებს ევროკავშირის ექსპერტი.

თავის მხრივ, იტალიის ლაციოს რეგიონის აზბესტის კვლევითი ცენტრის  ვიცე პრეზიდენტი,ევროკავშირის ექსპერტი ფულვიო კავარიანი აცხადებს, რომ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა „ხელს შეუწყობს გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას“.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, რათა წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ევროკავშირის და კონკრეტულად  იტალიური გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ კოლეგებს. კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი, იმ თანამედროვე ტერმინალის მშენებლობას, რომელზეც მუშაობა ახლა მიმდინარეობს, კერძოდ ბათუმში. ის დახურული წესით და თანამედროვე აღჭურვილობით  შენდება. იგი   ხელს შეუწყობს გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ტერმინალი შეამცირებს რისკებს მტვრის ნაწილაკებისა და სხვა  ნივთიერებების ჰაერში გაბნევას, ნაყარი ტვირთის  ტრანსპორტირების დროს. ვფიქრობ, ეს   კარგი დასაწყისია საქართველოსთვის გარემო პირობების გაუმჯობესებისთვის“ –  განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, ბათუმში კომპანია ’Wondernet Express”- ი ამერიკელ პატრნიორებთან ერთად თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ტერმინალი აღჭურვილი იქნება სასუქის ჩამოცლისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობითა და კონვეიერული სისტემით; ტერმინალზე ასევე დამონტაჟდება სპეციალური დანიშნულების გემის დამტვირთველი, ნავმისადგომზე მომდგარ გემებზე საქონლის გადასატვირთად. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შენახვისთვის. საინჟინრო პროექტი ითვალისწინებს საწყობის რამოდენიმე ნაწილად დაყოფას, რათა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ტიპის საქონლის ერთდროული შენახვა. დამონტაჟებული აღჭურვილობის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მატარებლიდან ტვირთის ჩამოტვირთვა როგორც საწყობში, ასევე პირდაპირ გემებზე. სატრანზიტო ტერმინალის დიზაინი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე იქნება გათვლილი. საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავების საშუალებას იძლევა.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close