GEO / ENG
ანალიტიკა
საყოველთაო დაზღვევა - სრულდება თუ არა ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება?
17.09.2013 04:16

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირება ჯანდაცვის მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობა იყო. არჩევნების შემდეგ 8 თვე გავიდა. სრულდება თუ არა ,,ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებ? გაზეთი ,,Georgian Digest” შეეცადა გაერკვია, რა შეცვალა ახალმა ხელისუფლებამ ამ მხრივ.  

 

საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დაზღვეულ იქნა 6-დან 60 წლამდე დაზღვევის არმქონე  2,3 მლნ მოქალაქე.

 

           

 პირველი ეტაპის  ფარგლებში,  რომელიც  თებერვლიდან ამოქმედდა სახელმწიფოა მზღვევევლი. 6 წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები  სახელმწიფო პროგრამით ჯერ კიდევ, 2012 წლიდან  იყვნენ დაზღვეულნი, ოღონდ  კერძო კომპანიების მიერ.

 

         სახელმწიფო პროგრამაში ვერ მოხვდნენ, ის  ადამიანები, რომლებიც  კერძო დაზღვევით სარგებლობენ, მაგრამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ან კერძო დაზღვევა გააგრძელონ, ან სახელმწიფო პროგრამაში გადმოერთონ.

 

           საყოველთაო დაზღვევის მსურველთათვის რეგისტრაციის ფორმა გამარტივებულია. მოქალაქე უბნის პოლიკლინიკაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, რეგისტრაციის შემდეგ დაზღვეულთა ბაზაში ავტომატურად მოხვდება.

 ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული მომსახურება  გეგმიურ, გადაუდებელ ამბულატორიულ და გადაუდებელ სტა­ციონარულ მკურნალობას მოიცავს. გეგმიური ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან უბნის ექიმითან ვიზიტს ითვალისწინებს.   

 

 

 გადაუდებელი ამბულატორია მოტეხილობებს, ჭრილობებს, თერმულ დაზიანებებს  და სხვადასხვა სახის მწვავე ტკივილს მოიცავს. ხოლო სტაციონარული მომსახურება გადაუ­დებელი ქირურგიული და თერაპიული დახმარების გაწევას გულისხმობს, 15 000 ლარის ოდენობით.  გადაუდებელი სამედიცინო დახმარებ რეგისტრაციას არ საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში,  დაზღვეული ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში იქნება მოთავსებული.

 საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი გამოიყოფა. მათ შორის შიძლება დავასახელოთ ის ფაქტი, რომ პოლისის მისაღებად მოქალაქეს მხოლოდ  უბნის პოლიკლინიკაში შეუძლია მისვლა, რომელიც ტერიტორიის მიხედვით სახელმწიფომ განუსაზღვრა. შესაბამისად, მოქალაქეს  კლინიკებს შორის არჩევანის საშუალება არ აქვს. 

 

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად სარგებლობებენ მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით. გარე-გამოკითხვის შედეგად გავარკვიეთ, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით  მოქალაქეების  საკმაოდ დიდი რაოდენობა კმაყოფილია. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ კერძო დაზღვევა აქვს და სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას არც აპირებს.  ზოგიერთი მათგანის უკმაყოფილების  საგანს  წამლის ფასები წარმოადგენს.

 საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი მედიკამნენტებზე ფასდაკლებას არ ითვალისწინებს. ადამიანები  ყველაზე მეტ თანხას  სწორედ მედიკამენტებზე  ხარჯავენ. ამიტომაც არის  ასე   მნიშვნელოვანი მედიკამენტების ფასები ხელმისაწვდომი გახდეს.

 უნდა გადაიხედოს თუ არა ამ მხრივ რეფორმა?

 

ჩვენ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ და  დაზღვევის საკითხებში მინისტრის მრჩევლის ლაშა ნიკოლაძის განმარტება მივიღეთ: ,,რეფორმის ნაწილი, რომელიც მედიკამენტების საკითხს შეეხება, ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს: - პირველი, წამლის ხარისხის კონტროლი, რომელიც იგეგმება და მოკლე ხანში ახალი მოთხოვნების შესაბამისად ამოქმედდება; მეორე, რეცეპტების სისტემის ამოქმედება და კონტროლი“.

 ლაშა ნოკოლაძის ინფორმაციით, წამლის ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების შემოსვლაც იგეგმება, რაც წამლის ფასის ოპტიმიზაციაზე უთუოდ აისახება.

 გარდა ამისა, მოქალაქეები უკმაყოფილებას აცახდებდნენ იმის გამო, რომ იმ დაავადებათა მკურნალობა   რომლიც   მათ დასჭირდათ არ არის უფასო.

 

ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფ. მეცხრე საავადმყოფო) ექიმი-ნევროლოგი ანა ძაგნიძე მიიჩნევს; რომ  დაზღვევის ფარგლებში, პაციენტებს ზოგიერთი დაავადების მკურნალობის საშუალება მიეცა, თუმცა, ნეიროქირურგიული  დაავადებების რაოდენობა  ძალიან შეზღუდულია.  ,,სასურველია,  საყოველთაო მომსახურების ფარგლებში გაფართოვდეს, ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა: გადადუდებელი ქირურგიული მომსახურება, მწვავე ნეიროპათია, ან თუნდაც გაფანტული სკლეროზის გამწვავების მკურნალობა. ეს პრობლემები ახალგაზრდა პაციენტებში ძალიან ხშირად გვხვდება. ისინი ფაქტიურად შუა გზაზე არიან მიტოვებული. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გვყავდა ისეთი პაციენტებიც, რომლებმაც დაზღვევა ვერ გამოიყენეს, რადგან ჩამონათვალში ეს დაავადებები არ იყო“, - აცხადებს ექიმი-ნევროლოგი ანა ძაგნიძე.

 

 ანა ძაგნიძის თქმით პაციენტები კვალიფიციურ მომსახურებას იღებენ და იმედს გამოთქვამს, რომ საყოველთაო დაზღვევა რეალურ შედეგს გამოიღებს.  ,,საგზაო პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრის“ დირექტორი ამირან ჭუვაველი კი მიიჩნევს, რომ კლინიკები უკეთესად უნდა იყოს აღჭურვილი, რათა  პაციენტებს კარგად მოემსახურონ.

 

 საგზაო პოლიკლინიკის დირექტორს უჭირს იმის თქმა, მოიტანს თუ არა რეალურ შედეგს საყოველთაო დაზღვევა. მისივე თქმით, კერძო  სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვის სექტორში კონკურენციას არ უნდა გამოეთიშონ.  ,,თუ კერძო სადაზღვევო კომპანიები  ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ, მაშინ კონკურენცია დაბალ დონეზე დაეცემა, რაც ხარისხის თვალსაზრისით ნელ-ნელა რეგრესს გამოიწვევს“, - აცხადებს საგზაო პოლიკლინიკის დირექტორი.

 

 როგორც ჩანს, საზოგადოება არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას, როგორ და რაში უნდა გამოიყენონ სადაზღვევო პოლისი. ექიმი-ნევროლოგი ანა ძაგნიძის განმარტებით, დაზღვევის შესახებ  ექიმებიც და პაციენტებიც მეტ ინფორმირებულობას საჭიროებს. მისივე თქმით, ამისთვის სასურველია,  სამინისტროს წარმომადგენელი ექიმებს ან მენეჯერებს  ტრენინგს უტარებდეს.

 

 2012 წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სამინისტროს ბაზაზე მედიაციის სამსახური შეიქმნა, რომლიც სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობებს არეგულირებ.

 

 როგორც 2012 წლის მედიაციის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, მომართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სადაზღვევო პოლისის პირობებთან დაკავშირებით ფიქსირდება, რაც მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.  

 საინფორმაციო მომართვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ფიქსირდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას.

 მართალია ყველა სადაზღვევო პოლისზე აღნიშნულია ინფორმაცია მედიაციის სამსახურის შესახებ, მიუხედავად ამისა, რეგიონებში  მედიაციის სამსახური ნაკლებეფექტურად მუშაობს, რასაც რეგიონებიდან მომართვიანობის რაოდენობაც ადასტურებს.

 

 ,,იმ შემთხვევაში თუ დაზღვეულ პირს აქვს დავა  სადაზღვევო კომპანიასთან, მას აქვს შესაძლებლობა მომართოს მედიაციის სამსახურს. დღეს მოქმედია მომსახურების მიწოდების ორი წესი: სატელეფონო ან დოკუმენტური მომართვა. სერვისი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს  დროის მოკლე მონაკვეთში კონკრეტული რეაგირება სამსახურიდან“, - აღნიშნავს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსი სოფო ლებანიძე.

 

 

 

დაზღვევის საკითხებში მინისტრის მრჩეველის ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, ძირითადი რაც საყოველთაო ჯანდაცვის  შედეგი იქნება, ესაა მოსახლეობის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის უპრეცენდენტოდ მკვეთრი ამაღლება, ყველა შესაბამისი დადებითი შედეგებითა და გაგრძელებებით.

 

 ახალი პროგრამის გარდა 2007 წლიდან მოქმედებს  სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები, რომლებიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობით სოციალურად დაუცველებ, პედაგოგებ, დევნილებ, მსახიობებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებ დაზღვევას გულისხმობს. 2012 ლის სექტემბრიდან ამოქმედებული პროგრამა ითვალისწინებდა ყველა პენსიონერის,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის,   6 წლამდე  ასაკის ბავშვებისა და სტუდენტების დაზღვევას. მათი რაოდენობა ჯამში  2.1 მილიონს აღწევს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 1 ივლისიდან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის  მეორე ეტაპი განხორციელდება. პროგრამა რაოდენობრივ ზრდას არ ითვალისწინებს. უფასო არაგეგმიურ ოპერაციას გეგმიური ოპერაცია დაემატება და ასევე, მშობიარობა უფასო გახდება.  პროგრამის კონკრეტული დეტალები თუ რომელი ოპერაციები იქნება უფასო, პირველი ივლისისთვის გახდება ცნობილი.

 1 ივლისიდან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის  მეორე ეტაპი განხორციელდა.  ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი გაფართოვდა. გარდა ამისა, აფინანსდება: გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (დაფინანსდება 70%-ით, წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (დაფინანსდება 80%-ით, წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი).

 

 აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში,  18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები უფასოა.

 

 

ფერიდე სანაია 

საქართველო-აფხაზეთი ანექსიის მოლოდინში
26.11.2014 14:39
ეს არ არის პირველი და უკანასკნელი. მომავალში უამრავი ხელშეკრულება დაიდება რუსეთსა და აფხაზეთს შორის. წინაა მსგავსი ქმედებები. ცნობისათვის, ეს დოკუმენტი არ არის კანონიერი, რადგან აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი. მიუხედავად ამ ხელშეკრულებისა, ძალიან საშ...
ვრცლად
„რა დაგიშავე დედა -აბორტი მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა „
17.09.2013 07:23
  ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს  კანონის მიხედვით,  ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ლიცენზირებული ექიმის მიერ. თუ   ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კ...
ვრცლად
საყოველთაო დაზღვევა - სრულდება თუ არა ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება?
17.09.2013 04:16
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ჯანდაცვის მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობა იყო. არჩევნების შემდეგ 8 თვე გავიდა. სრულდება თუ არა ,,ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო დაპირება? გაზეთი ,,Georgian Digest” შ...
ვრცლად
რატომ იყინავენ ადამიანები თავს - კრიოპრეზერვაციის თანამედროვე მიღწევები
16.06.2013 18:01
კრიოპრეზერვაცია ცოცხალი უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების გაყინვის მეთოდია ნულზე დაბალ ტემპერატურაზე.კრიოპრეზერვაციის შესაძლებლობისა და მისი გავლენის შესწავლა ცოცხალ უჯრედებზე 1776 წლიდან დაიწყო, თუმცა 1949 წლამდე უჯრედების კრიოპრეზერვაციის პრეცედ...
ვრცლად
დისკუსია ავღანეთში ქართული სამხედრო მისიის არსებობასთან დაკავშირებით
12.06.2013 23:27
უკანასკნელ ხანებში ჩვენი საზოგადოებაში წარმოიშვა დისკუსია ავღანეთში ქართული სამხედრო მისიის არსებობასთან დაკავშირებით. მსხვერპლმა ეს დისკუსია კიდევ უფრო გაამწვავა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიისთვის თვალის გადავლება სავსებით საკმარისი...
ვრცლად
"ჩამოსულები" - თბილისისა და რეგიონების პრობლემა
30.05.2013 00:37
არსებულ რეალობაში თბილისი ,გარკვეულწილად ,თავკომბალას ფორმას იძენს.იზრდება თბილისის მოსახლეობა და კატასტროფულად მცირდება მოსახლეობა რეგიონებში.სოფლები და რაიონები იცლება შრომისუნარიანი მოსახლეობისაგან. შესაბამისად იკვრება წრე,თუ არ მოგვარდება მოსახლე...
ვრცლად
ეკლესია - სიძულვილის მანქანა თუ ბრმა იარაღი ?
22.05.2013 13:23
რა იყო17 მაისის  აქციის მიზეზი, ჰქონდა თუ არა მას პოლიტიკური დატვირთვა და ვის შორის მიდიოდა დაპირისპირება უშუალოდ? იყო ეს მთავრობას, დღევანდელ ოპოზიციასა და ეკლესიას შორის გამართული „თამაში“, რომლისათვისაც მზადება დიდი ხანია მიმდინ...
ვრცლად
ჰომოსექსუალობა, ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის პრობლემა
14.05.2013 22:56
  17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ იდენტობა’’ ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიან აქციას გეგმავს.   ამასთან დაკავშირებით საშინელი...
ვრცლად
ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი–შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, პასუხგაუცემელი კითხვები და ურთიერთბრალდებები
25.04.2013 01:24
  მიუხედავად პასუხთა ნაირგვარობისა, ისინი ვინც საქართველოს ადანაშაულებენ ამ ომის დაწყებაში იქვე დასძენენ, რომ საქართველო გაება რუსეთის მიერ დაგებულ მახეში და წამოეგო რუსულ პროვოკაციას. ხოლო ისინი კი ვინც ამას არ ეთანხმებიან, ცალსახად აცხადებენ,...
ვრცლად
„ახალი ხელისუფლების ხედვები და პერსპექტივები საგარეო პოლიტიკური ანუ ევროატლანტიკური კურსის შეუცვლელად რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ„
25.04.2013 00:57
  1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არა მხოლოდ   ახალი მთავრობის მოსვლით დასრულდა, არამედ მისი შედეგია სრულიად განსხვავებული და სავარაუდოდ პრაგმატული ხედვა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. ახალი ხელისუფლების  ოფიცი...
ვრცლად
1/2
დღის სიახლეები
„პოლიტიკური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ და უნდა იყოს დიალოგი“ - აცხადებს პუტინი
18.12.2014 18:36
ტრაგედია ვარკეთილში: 15 წლის გოგონას ახლობლებმა მისი 19 წლის შეყვარებული მოკლეს
18.12.2014 14:10
მალე თბილისის ქუჩებს გამოჩენილი ქართველი ქალების სახელები მიენიჭება
16.12.2014 19:49
ვასიკო ოდიშვილმა "მაესტრო" დატოვა
16.12.2014 02:12
ინგა პავლოვა: მე ივანიშვილის პირველი კანონიერი მეუღლე ვარ და კომპენსაციას სასამართლოს გზით მოვითხოვ
16.12.2014 01:37
გია ფერაძის ქალიშვილის სკანდალური ინტერვიუ – "6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებმა რომ მითხრეს: მამამ დედა მოგიკლაო"
16.12.2014 01:29
ქალებს ეს აღმოჩენა გაახარებთ - საკეისრო ბევრს აღარ დასჭირდება
16.12.2014 01:26
ივანიშვილის ყოფილი მეუღლე: “მოსახლეობამ ივანიშვილის ზღაპრებს დაუჯერა“
16.12.2014 01:22
საყდრისის საბადოს სამუშაოებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები საკუთარ აზრს გამოთქვამენ
15.12.2014 19:18
გიორგი ონიანის ანგარიში ახალ საპატრულო მანქანებთაბთან დაკავშირებულ ხარჯებზე
08.12.2014 16:57
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
არქივი
ჩვენ შესახებ|არქივი|კონტაქტი|
All rights reserved property of Georgian Digest