News დაიჯესტი

” არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება-შედეგები იქნება ისეთი,როგორიც აშშ-ს საელჩოს უნდა,“-ნინო ბურჯანაძე

კურსი დასავლეთისკენ და კონფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია, – ეს განცხადება, ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში გააკეთა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც პუტინმა ფეხზე დააყენა და მას ანგარიში სხვებმა, განსაკუთრებით კი პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.

„კურსი დასავლეთისკენ და კონფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია. პარტია, რომელიც ფიქრობს რომ საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკა სჭირდება, ჩვენ ვართ. ახლა რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პუტინმა დააყენა ფეხზე და მას ანგარიში სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ“, –  განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება არჩევნებს, მე გადავწყვიტე არ მიმეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან არ მექნებოდა საშუალება რაიმე შემეცვალა ქვეყანაში. საქართველოში არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება და შედეგები იქნება ისეთი, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს უნდა,“-ამბობს ბურჯანაძე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close