News დაიჯესტი

ნარკოტიკული საშუალებების სიას 15 ახალი ნივთიერება დაემატება

“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში ნარკოტიკული საშუალებების სიას კიდევ 15 ნივთიერება ემატება. საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის. ამის შესახებ გამოცემა “ლიბერალი” წერს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მსგავსად პროექტით განსაზღვრული ნივთიერებების ნებისმიერი ოდენობის უკანონო ბრუნვა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ტექსტში ასევე წერია, რომ “ვინაიდან, ამ ეტაპზე, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი ოდენობების დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ამიტომ კანონპროექტით ვერ განისაზღვრება ამ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის დასჯადობისათვის აუცილებელია განისაზღვროს ამ ნივთიერებების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა, კანონს უნდა დაემატოს დათქმა, რომ თუ ნარკოტიკულ საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა”, – წერია განმარტებით ბარათში.

სიას შემდეგი 15 ნივთიერება დაემატება:

1. AH-7921 (3,4-dichloro-N-[(1-dimethylamino)cyclohexylmethyl]benzamide);

2. Acetylfentanil N-[1-(2-phenylethyl)-4-piperidyl]-N-phenylacetamide;

3. MT-45 1-cyclohexyl-4-(1,2-diphenylethyl) piperazine;

4. 25B-NBOMe (2-(4-bromo-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine);

5. 25C-NBOMe (2-(4-chloro-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine );

6. 25I-NBOMe (2-(4-iodo-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine);

7. 3398-68-3 (PMMA) – para-methoxymethylamphetamine;

8. AM-2201 – 1-(5-Fluoropentyl)-1H-indol-3-yl](naphthalen-1-yl)methanone (JWH-2201);

9. N-BENZYLPIPERAZINE – (1-benzylpiperazine);

10. MDPV – ((R/S)-1-(Benzo[d][1,3]dioxol-5-yl)-2-(pyrrolidin-1-yl)pentan-1- one);

11. MEPHEDRONE – ((RS)-2-methylamino-1-(4-methylphenyl)propan-1-one);

12. METHYLONE – (RS)- 2-methylamino-1-(3,4-methylenedioxyphenyl)propan-1-one;

13. 4,4’-DMAR, 4,4’Dimethylaminorex (para-methyl-4-methylaminorex);

14. α-PVP (α-pyrrolidinovalerophenone);

15. METHOXETAMINE, MXE (2-(3-methoxyphenyl)-2-(ethylamino)-cyclohexanone-2-one).

26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება.

29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close