ALL დაიჯესტი

სილამაზის კონკურსი „მის დეკოლტე“ აცხადებს კასტინგს

საქართველოში ყველაზე რეიტინგული სილამაზის კონკურსი „ მის მკერდი „ წელს პირვანდელი სახელწოდებით „ მის დეკოლტე“-თი ჩატარდება.

„ მის დეკოლტე  2018 “  ივნისის დასაწყისში გაიმართება.  კონკურსის გამარჯვებული გოგონები, სხვადასხვა  ძვირადღირებული პრიზებით დასაჩუქრდებიან.  ასევე ორგანიზატორის განცხადებით, გოგონები მიიღებენ ერთ-ერთ რეიტინგულ ტელევიზიაში გადაცემათა ციკლში მონაწილეობას. მისი განცხადებით,ფაქტობრივად  სილამაზის კონკურსი გადაიზარდა სატელევიზიო  ფორმატში.

კონკურსის ოფიციალური კასტინგი დაწყებულია და 18-დამ 38 – წლამდე გოგონებს შეუძლიათ გააგზავნონ თავიანთი მონაცემები, დეკოლტეთი გადაღებული ფოტო სადაც ასევე სრულად ჩანს კონკურსანტის სახე. შემდეგ მისამართებზე: სილამაზის კონკურსი „ მის დეკოლტე  2018 “ ან დარეკეთ: 597-07-09-20

როგორც კონკურსის ორგანიზატორი(დამფუძნებელი),მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო ადამაშვილი აცხადებს; კონკურსს თავიდანვე იურიდიულად   ორი სახელწოდება, „მის დეკოლტე -მის მკერდი“ ჰქონდა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად კონკურსს ქონდა საქველმოქმედო ხასიათი და მკერდის კიბოს და ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, სახელწოდება „მის მკერდი“ გახდა უფრო აქტუალური.  „ მის დეკოლტე  2018 “  მიზნად ისახავს სრული გოგონების პოდიუმზე გამოყვანას. ასევე იმ გოგონების რომლებიც არ ჯდებიან სტანდარტულ პარამეტრებში 90/60/90-ზე  მაგრამ  არიან საკამოდ მიმზიდველები,   ეძლევათ შანსი ასეთ არასტანდარტულ  სილამაზის კონკურსში მონაწილეობის.

კონკურსის ორგანიზატორი ნინო ადამაშვილი ვიზაჟისტ ალექსი ალექსანიანთან და კონკურსის პირველ მოდელთან ერთად.

მოამზადა რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close