პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთშ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

საქართველოსთვის მიუღებელია კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება.

“საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები”, – აღნიშნული განცხადებაში.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close