პოლიტიკა

კონგრესმენი ჯერი კონოლი: საქართველოში ჩამოყალიბებული დემოკრატია მეზობელი ქვეყნებისთვის მაგალითია

„საქართველოსთვის სასიხარულო ამბავია, რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავს აშშ-ის კონგრესში, არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“,-ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების 25 წლიან მეგობრობასა და ურთიერთობას, ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნის ღირსია საქართველოს დემოკრატია, ქვეყანა  კვლავ განვითარების გზაზეა და მაგალითია მისი მეზობელი სახელმწიფოებისთვის”- აღნიშნა კონგრესმენმა.

მან  საკუთარ გამოსვლაში  ხაზი გაუსვა ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

„საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვეწვიე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც  ასამბლეა ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში,  გაიმართა. ეს იყო გზავნილი თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენ – ნატოს წევრი ქვეყნები,  საქართველოსთან ურთიერთობას და რომ ნატო საქართველოს ერთგული რჩება”-აღნიშნა კონგრესმენმა.

ცნობისთვის, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით წარმომადგენლობით პალატაში გამართული ღონისძიების  ინიციატორი  საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე კონგრესმენი კონელის გარდა, სიტყვით წარსდგნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ტედ პო და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close