News დაიჯესტი

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

საფრანგეთის პოლიცია ინტერპოლის პრეზიდენტის დაკარგვის საქმეს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მენგ ჰონგვეის მეუღლემ მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას აცნობა.

ინტერპოლის შტაბბინა საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მდებარეობს, საიდანაც მენგ ჰონგვეი მის სამშობლოში – ჩინეთში ერთი კვირის წინ გაემგზავრა. როგორც მისი ცოლი აცხადებს, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტისგან 29 სექტემბრის შემდეგ არაფერი სმენია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მენგს ჩინეთში მაღალი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ვიცემინისტრის. ინტერპოლის პრეზიდენტად ის 2016 წელს დაინიშნა.

ინფორმაციის წყარო და გარეკანი ფოტო: Reuters

იხ.ვრცლად 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close