News დაიჯესტი

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს 24 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, – ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტატუნაშვილს შაბათს დილით წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილი სოფელ ქანდაში უნდა დაეკრძალათ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადმოეცა. ცხედარი თავდაპირველად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ, ტატუნაშვილი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close