News დაიჯესტი

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”-ს განცხადება

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებამდე   ავრცელებდა განცხადებას გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვების გამო შემდეგ უბნებში :, თუმცა დიდი დიღომი აქ მოხსენიებული არ იყო:

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების დროს შპს „მოლი ჯგუფის“ მიერ დაზიანდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საკუთრებაში არსებული გაზსადენი, რის გამოც 16 იანვრის დაახლოებით 07:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე: გურამიშვილის გამზირი (გუდამაყრის ქუჩიდან კინო „საქართველომდე“), ქსნის, ფეიქრების, არბოს, ვარდისუბნის, ქვიშხეთის, გვაზაურის, გვაზაურის გასავალის, ზიგზაგის, ღრმაღელის, ერწოს, ხევისუბნის, კვერნაულის, იფნევის, ზვარეთის, ჟველაურის, ედისის, ავთანდილ ღოღობერიძის, კნოლევის, ტოროშელიძის, ც. დადიანის, არალეთის, დვირის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ახალდაბის, მოლეთის, დაისის, თმოგვის, ილურიძის, ჭოლა ლომთათიძის ქუჩები, დიდუბის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სექტორის ნაწილი. გაზმომარაგების შეზღუდვა შეეხო 144-ე და 133-ე სკოლებსა და 56-ე საბავშვო ბაღს, ასევე მიმდებარედ ფუნქციონირებად არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს. ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია. გაზმომარაგების აღდგენა იგეგმება დღესვე, რომელიც ეტაპობრივად დაიწყება 15:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისათვის. ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხო გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close