პოლიტიკა

გოცირიძე: რუსული ფაშისტური მარში ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, ხელისუფლების სინდისზეა

„თბილისის ქუჩაში დღეს გასამართი რუსული ფაშისტური მარში, ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, არის ხელისუფლების სინდისზე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძე „ქართველთა მარშთან“ დაკავშირებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, დღევანდელი მარშის ორგანიზატორების ნაწილი რუსულ სპეცსამსახურებთან და პოლიტიკურ წრეებთან არის დაკავშირებული.

„ყველაზე გამანადგურებელი სიტყვები ცრუპატრიოტების შესახებ ეკუთვნის სამუელ ჯეკსონს, რომელიც ამბობდა, რომ პატრიოტიზმი არის ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი.

არც ოლდოს ჰაქსლი აკლებს: ”პატრიოტიზმის განსაკუთრებული მიმზიდველობა არის იმაში, რომ მის საფარქვეშ მოკალათებულმა შეიძლება წამლო, აშინო და ატყუო, თანაც, ღრმა კეთილისმყოფელი გრძნობით”!

თბილისის ქუჩაში დღეს გასამართი რუსული ფაშისტური მარში, ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, არის ხელისუფლების სინდისზე. მათი ორგანიზატორები ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაირსახეობა და მათი ორგანიზატორების ნაწილი პირდაპირ კავშირში არიან რუსულ სპეცსამსახურებთან და პოლიტიკურ წრეებთან.

ინტერესი? როგორც ყოველთვის, ძალიან მარტივი-ფული ან ძალაუფლება.

თუმცა რამ გაყო ეს ორი ერთმანეთისაგან?!“, – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, დღეს აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართება.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close