POSTS დაიჯესტი

გია ჯაჯანიძე: იყავი თავმდაბალი, იზრუნე შენს მომავალზე

თავმდაბლობა, სწრაფვაა სრულყოფილებისკენ.

თავმდაბლობა განძია გონებისა და სულისა. თავმდაბალი ადამინი ღვთისგან ხელდასმულია.
ამ თვისების მატარებელმა ადამიანმა, იშვიათად თუ იცის, ამ საოცარი თვისების შესახებ საკუთარ თავში.
თავმდაბლობა სწრაფვაა სრულყოფილებისკენ. სულში და გონებაში უნდა გქონდეს გამჯდარი, მაშინ შენ გამარჯვებული ხარ ყველაფერში და ყველასთან.

ამაყი და პატივმოყვარე ადამიანი იმთავითვე დამარცხებულია. ბოლოს, ცოტა მოგვიანებით, ამ მარცხს აუცილებლად თავად აღიარებინებს გამჩენი.

შენ ვერასოდეს ვერაფერს შექმნი თუ კი საქმის კეთების დროს, ადამიანს შეურაცხოფა მიაყენე და გული ატკინე.

არსებობს მოჩვენებითი, ან ფარისევლური თავმდაბლობა, ეს თავის დამშვიდებაა და შიში მარცხისა.

თუ თავმდაბალი არ ხარ, განწირული ხარ, დაიწყე ფიქრი როგორ დააღწიო თავი პატივმოყვარეობას და სიამაყეს.

ამაყი და პატივმოყვარე ადამიანი, მუდმივად დამცირების მსხვერპლია. იბრძვის თავის დამკვიდრებისთვის, ეჭვით შეპყრობილია, გაურბის საკუთარ თავს, შინაგან ემოციებს და მუდმივ განსაცდელშია.

იყავი თავმდაბალი, იზრუნე შენს მომავალზე, ნუ გაიმწარებ სიცოცხლეს და სიბერეს ერთად.

გიორგი ჯაჯანიძე.

 

ფეისქბუ-სტატუსი

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close