News დაიჯესტი

სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას ვაშაძე და ბაქრაძე დასთანხმდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კოალიცის „ძალა ერთობაშია” ლიდერი დებატებს არ შეუშინდება და მასში მონაწილეობასაც მიიღებს, ოღონდ არა სხვების წამოყენებული პირობებით და არა მხოლოდ ე.წ. ნეიტრალურ სივრცეში. რაც შეეხება “შავ ძალებს”, ამაზე გრიგოლ ვაშაძე აცხდებს, რომ ერთადერთი “შავი ძალა” საქართველოში “ქართული ოცნებაა”. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას თანხმდება “ევროპული საქართველოც”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის დებატების მოსმენის შემდეგ საზოგადოება არჩევანს ბაქრაძის სასიკეთოდ გააკეთებს.

სალომე ზურაბიშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში ნეიტრალურ ტერიტორიაზე.  მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში, თუმცა მოგვიანებით ეს უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განმარტა და განაცხადა, რომ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს გულისხმობდა.

დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს. „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ ოფიციალურად 9 სექტემბერსგანაცხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close