News დაიჯესტი

“აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებას წინ უძღოდადემირელის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის დეპორტაციის საკითხი “

სანამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საზღვრის გადაკვეთა და გაყვანა მოხდებოდა საეჭვო და

გაურკვეველ პირობებში, ამას წინ უძღოდა თურქეთის დემირელის  სკოლის ერთ-ერთი

დამფუძნებლის დეპორტაციის საკითხი, რომელიც ასევე პოლიტიკას ეხება. ეს ყველაფერი მიანიშნებს

იმაზე, რომ ჩვენ ამ ორ მეზობელ ქვეყანასთან, რომლეზეც ეკონომიკურად სერიოზულად ვართ

დამოკიდებული, სიტუაციის დაძაბვა ქართული სახელმწიფოსთვის რასაკვირველია საზიანო იქნება,

თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დავაყენოთ ეჭქვეშ. ეს ყველაფერი

ხდება აგვისტოს ომის შემდგე, სადაც რუსეთი პირდაპირ მცოცავ ანექსიას ახორციელებს, რომელსაც

ვერც ვაჩერებთ, რადგან ჩვენს სახელმწიფოს არ შესწევს არც უნარი და არც ძალა იმისთვის, რომ ეს

ყველაფერი აღკვეთოს. საბოლოო ჯამში ყველა ეს ფაქტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში

სიტუაცია ამ სახელწიფოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლს დაკარგავს და დადგება ურთულესი

პერიოდი, რასაც დღევანდელი მმართველი გუნდი თავის არაფორმალურ მმართველთან ერთად ვერ

აცნობიერებს.

გოჩა ჯოჯუა

ახალი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close